აკაკი ზოიძე - მარიხუანას და ნებისმიერი ნარკოტიკის უკანონო ბრუნვა, კულტივირება თუ რეალიზაცია დასჯადი რჩება
აკაკი ზოიძე - მარიხუანას და ნებისმიერი ნარკოტიკის უკანონო ბრუნვა, კულტივირება თუ რეალიზაცია დასჯადი რჩება

მარიხუანას, როგორც ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო ბრუნვა, კულტივირება თუ რეალიზაცია დასჯადი რჩება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს  მარიხუანას სამედიცინო მიზნებისთვის მოყვანის შემთხვევაში უკანონო ბრუნვის შესაძლო რისკებზე განუცხადა.

ამასთან, მისი თქმით, გასაღების საკითხზე სახელმწიფოს ძალიან მკაცრი მიდგომა ექნება.

„რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, დიდი ხანია მომხრე ვარ, რომ ადამიანები მარიხუანას ან ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარების გამო საპატიმროში არ უნდა გავუშვათ. თუ მათ აქვთ ნარკოდამოკიდებულება უნდა ვუმკურნალოთ. თუ ნარკოდამოკიდებულების გზაზე დგანან, უნდა დავეხმაროთ, დაბრუნდნენ საზოგადოებაში“, – განაცხადა მან.

ამასთან, მისი თქმით, სამედიცინო მიზნით წარმოება, არც გაერო-ს და არც სხვა სხვა კონვენციით აკრძალული არ არის.

„უნდა დავრწმუნდეთ პარლამენტში, რომ ეს სწორედ ამ მიზნებისთვის არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ზოიძემ.