აკაკი ზოიძე - იმედია, მოძრაობა „ლელო“ არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია, რადგან ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ქვეყანას ემუქრება, არის საზოგადოების პოლარიზაცია, სიძულვილი და შუღლი
აკაკი ზოიძე - იმედია, მოძრაობა „ლელო“ არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია, რადგან ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ქვეყანას ემუქრება, არის საზოგადოების პოლარიზაცია, სიძულვილი და შუღლი

დიდი იმედი მაქვს, მოძრაობა „ლელო“ არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია, რადგან ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ჩვენს ქვეყანას ემუქრება, ეს არის საზოგადოების პოლარიზაცია, სიძულვილი და შუღლი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დაფუძნების შესახებ განაცხადა.

აკაკი ზოიძის თქმით, დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სწორედ ამ სცენარით მოქმედებს, რაც ჩვენს სახელმწიფოებრიობას აზიანებს და არა ხელისუფლებას.

„ჩვენ თანამშრომლობას გამოვრიცხავთ ერთადერთ დესტრუქციულ ოპოზიციასთან. თუ არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია, მომავალი გვაჩვენებს. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. გამოვრიცხავთ დღევანდელი მდგომარეობით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მის სატელიტებთან თანამშრომლობას. სხვა პროგნოზები არასაიმედოა პოლიტიკაში, მით უფრო, როდესაც პროპორციულ არჩევნებზე ვსაუბრობთ. ძალიან დიდი ეჭვი მეპარება ისინი უმრავლესობით მოვიდნენ“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ მის საზოგადოებრივ მოძრაობას „ლელო“ ერქმევა. მისი თქმით, ეძებს 12 ლიდერს ყველა სფეროში.