აკაკი ზოიძე - გრიგოლ ვაშაძის დაპირება პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ, ცრუ და არარეალისტურია
აკაკი ზოიძე - გრიგოლ ვაშაძის დაპირება პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ, ცრუ და არარეალისტურია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირება პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ, ცრუ დაპირებაა.

დეპუტატის თქმით, ამას 2 მილიარდი ლარი დასჭირდება, რაც შეუძლებელია.

„დღევანდელი პენსიონერებისთვის უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში, ეხება პენსიის ინდექსაციას, ანუ პენსიის ზრდის მიბმას ეკონომიკურ პარამეტრებზე, ისე რომ, ეს არ იყოს დამოკიდებული პოლიტიკოსების დაპირებებზე. მაგალითად, ისეთ ცრუ დაპირებაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისმის და უბრალოდ მწარე დაცინვაა ჩვენი პენსიონერების. ე.წ. კანდიდატი ვაშაძე, ხალხს 400-ლარიან პენსიას ჰპირდება, რასაც დასჭირდება 2 მილიარდი და დაანგრევს მთლიანად ბიუჯეტს. მან ეს კარგად იცის და თუ ვინმე ეკონომისტი ჰყავთ ამ პარტიაში, ყველამ კარგად იციან, რომ შეუძლებელია 2019, 2020 და 2021 წლებში 400-ლარიანი პენსია გვქონდეს“, – განაცხადა ზოიძემ.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, პენსიის ოდენობა 500-600 ლარი უნდა იყოს, რომ პენსიონერმა ელემენტარული საჭიროებები დააკმაყოფილოს.

„ამის მიღწევის გზა ის რეფორმაა, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას და არა ცრუ და არარეალისტური დაპირებები“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.