აკაკი ზოიძე - ჩვენ NDI-ის კვლევა არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოებრივი აზრი
აკაკი ზოიძე - ჩვენ NDI-ის კვლევა არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოებრივი აზრი

ჩვენ NDI-ის კვლევა არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს საზოგადოებრივი აზრი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ NDI-ის კვლევების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც აკაკი ზოიძემ განაცხადა, ის, რომ NDI უარყოფითად აფასებს მთავრობის მუშაობას, ეს არ არის საინტერესო.

„სამწუხაროა, რომ იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ეხება, NDI-ის კვლევებმა აჩვენა, რომ არ არის ობიექტური, თუმცა დანარჩენი საკითხები არის ძალიან საყურადღებო, განსაკუთრებით ტენდენციების დანახვის თვალსაზრისით. რაც შეეხება პარლამენტისა და მთავრობის საქმიანობას, კიდევ უფრო გავაქტიურდებით და გავაუმჯობესებთ ჩვენ საქმიანობას. მოსახლეობაში მართლაც შეინიშნება გარკვეული დამოკიდებულება და მიგვაჩნია, რომ ამის გამოსწორება, საქმით შეიძლება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.