აკაკი ზოიძე - არ ვიცი, რა პასუხისმგებლობა აქვს პარლამენტის წევრს იმაზე მეტი, ვიდრე ბიუჯეტის მიღებაა
აკაკი ზოიძე - არ ვიცი, რა პასუხისმგებლობა აქვს პარლამენტის წევრს იმაზე მეტი, ვიდრე ბიუჯეტის მიღებაა

ძალიან დასანანი ფაქტი მოხდა გუშინ, არ ვიცი, პარლამენტის წევრს ამაზე მეტი რა პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ჰქვია ბიუჯეტის პროექტის მიღება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ახალი რეგლამენტით უკვე შესაძლებელი იქნება გაცდენებზე გარკვეული ზომების მიღება.

„ჩვენ ამ პარლამენტში დეპუტატები გვყავს, რომლებიც მხოლოდ გახსნის დღეს ვნახეთ. არსებული რეგლამენტის მიხედვით, მათ შეუძლიათ, რომ ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზონ და შეუძლიათ გაცდენა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გუშინდელ პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, დღის ბოლოს საკითხისთვის კენჭი უნდა ეყარათ, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო კენჭისყრა ვერ გაიმართა.

დატოვე კომენტარი