აკაკი ზოიძე - სისულელე და კონსპირაციის თეორიაა მტკიცება, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს
აკაკი ზოიძე - სისულელე და კონსპირაციის თეორიაა მტკიცება, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს

აუტიზმისა და ვაქცინების კავშირი აბსოლუტური ნონსენსია, ასეთი რამე არ არსებობს, – ეს განცხადება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას გააკეთა.

აკაკი ზოიძის თქმით, სისულელე და კონსპირაციის თეორიაა იმის მტკიცება, რომ ვაქცინაცია აუტიზმს იწვევს.

„სასიკვდილო დაავადებებისგან გვიცავს ვაქცინები, ამაზე კაცობრიობის ჯანსაღ ნაწილში საერთოდ აღარ კამათობენ. აუტიზმისა და ვაქცინების კავშირი აბსოლუტური ნონსენსია, ასეთი რამე არ არსებობს. ერთხელ გამოაქვეყნა 80-იან წლებში ვიღაცამ სტატია და იმ სტატიას ატრიალებენ, რომელიც იმის შემდეგ ასჯერ უარყვეს. გამოცემამ, რომელმაც გამოაქვეყნა სტატია, მოხსნა და განაცხადა, რომ ეს ტყუილია. სად პოულობენ? ეს ჩვენი კონსპირაციის თეორიის მშობლების ჯგუფები რომ არის, კიდევ ატრიალებენ ამ სტატიას, როგორ ჩნდება თურმე აუტიზმი ვაქცინებისგან, ეს ყველაფერი არის სისულელე. ძალიან მკაფიო მესიჯი გვჭირდება სახელმწიფოსგან, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე და აცერით შვილები“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.