აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ბოლომდე გამოძიება მთავარი პროკურატურისა და ხელისუფლების რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია
აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ბოლომდე გამოძიება მთავარი პროკურატურისა და ხელისუფლების რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ბოლომდე გამოძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია მთავარი პროკურატურისა და ხელისუფლების რეპუტაციისთვის.

ჟურნალისტებთან საუბარში აკაკი ზოიძე წერილის თაობაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთავარმა პროკურატურამ ეს საქმე აუცილებლად უნდა გამოიძიოს.

„აუცილებელია, თითოეული საქმე გამოძიებული იყოს და კითხვებს პასუხები გაეცეს, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროკურატურისა და ხელისუფლების რეპუტაციისთვის. ეს უფრო პოლიტიკური ფანდი მგონია, რადგან ამ ველზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შემოვიდნენ. პოლიტიკური განცხადების ფარგლებში გამოყენებული იქნება ყველა მეთოდი, რომელიც მათ პოლიტიკურ ქულებს მოუტანთ. ეს პოლიტიკური პროცესია, თუმცა სამართლებრივი და პოლიტიკური პროცესი უნდა განცალკევდეს. განცხადებები რაც კეთდება, მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პროცესი დაიწყო, ეს ნორმალური პროცესია, რადგან არჩევნებამდე ერთი წელი დარჩა”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მუქარის წერილზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით, წერილზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.