აკაკი ზოიძე - 40 წლამდე ვინც ხართ, არ გახსოვთ, რომ  წითელაზე აცრილი ხართ, მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ
აკაკი ზოიძე - 40 წლამდე ვინც ხართ, არ გახსოვთ, რომ  წითელაზე აცრილი ხართ, მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ

40 წლამდე ვინც ხართ, თუ არ გახსოვთ, რომ  აცრილი ხართ, ახლავე მოგიწოდებთ წახვიდეთ და აიცრათ, – ამ მოწოდებით აკაკი ზოიძემ დღეს კოლეგა დეპუტატებს მიმართა.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მათ ურჩია უბნის პოლიკლინიკებს მიმართონ და უფასო ვაქცინაციით ისარგებლონ.

„ტარდება პერიოდული კამპანიები, იმუნიზაციის კვირეულები, წითელაზე სპეციალური კამპანიური აცრები არის პერიოდულად. 40 წლის ზემოთ ვინ ვართ, ვიცით, რომ საბჭოთა პერიოდში აცრილი ვართ  და 40 წლამდე ვინც ხართ, თუ არ გახსოვთ, რომ აცრილი ხართ, ახლავე მოგიწოდებთ, წახვიდეთ და აიცრათ. აცრა არის უფასო. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ იყოთ დაცული “, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.