აკაკი საღირაშვილი - ახალი შესაძლებლობები იხსნება შუა დერეფნის მიმართულებით, რაც ვერ მიიღწევა კვალიფიციური კადრების გარეშე, დარწმუნებული ვართ, ეს ყველაფერი აისახება განათლების რეფორმის გეგმაში
ახალი შესაძლებლობები იხსნება შუა დერეფნის მიმართულებით. აქ მთავარი კომპონენტი არის ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, – ამის შესახებ ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მიზანს ვერ მიაღწევს, თუ კვალიფიციური კადრები არ ეყოლება ქვეყანას, რომელიც საოპერაციო დონეზე უზრუნველყოფს შემდეგ ბიზნესის წარმოებას.
„კვალიფიციური კადრები არის გამოწვევა. დარწმუნებული ვართ, ეს ყველაფერი ასახული იქნება განათლების რეფორმის სამოქმედო გეგმაში“, – განაცხადა აკაკი საღირაშვილმა.