აკაკი მინაშვილი - პრემიერ-მინისტრის მიმართ ყველა პრობლემურ საკითხზე იყო კითხვა, თუმცა მან პასუხი არ გასცა
აკაკი მინაშვილი - პრემიერ-მინისტრის მიმართ ყველა პრობლემურ საკითხზე იყო კითხვა, თუმცა მან პასუხი არ გასცა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით დღეს პარლამენტში ბევრი კრიტიკული კითხვა დაისვა, თუმცა მან პასუხი არ გასცა.

მისივე თქმით, პრემიერი საკითხებზე პასუხის გაცემას თავს არიდებდა.

„სამწუხაროდ, სინამდვილეში, ქვეყანას ჰყავს კომიკური პრემიერ-მინისტრი, რომელიც ქვეყანას ძალიან მძიმე პრობლემების ქვეშ ამყოფებს. ძირითადი ნაწილი ისევ ილაპარაკა „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ლაპარაკობს რაღაც აბსტრაქტულ გეგმებზე.

მთავარი ამბავია, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. თუ არ შეიცვალა, მეტი უფსკრულისკენ და ჭაობისკენ წავა ქვეყანა. შემოდგომაზე არის მნიშვნელოვანი თარიღი, პერიოდი, როდესაც ჩვენ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ, დავირაზმოთ და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ყველა საკითხზე იყო დასმული კითხვა. ქვეყანაში პრობლემატურ ყველა საკითხზე, ეს იქნება სოციალური მდგომარეობა, სიღარიბე, კორუფცია, ის ჩავარდნა და ქაოსი, რაც ხდება სამედიცინო სფეროში და ვაქცინაციის პროცესში. იყო ძალიან კრიტიკული პოზიციები, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ არც ერთ ამ კრიტიკულ საკითხზე პრემიერ-მინისტრმა პასუხი არ გასცა. პრინციპში პასუხი არც აქვს, ამიტომ ცდილობდა თემაზე გადასვლას და ისევ ცხრა წელზე საუბარს. ბუნებრივია, ეს მისი მხრიდან უპასუხისმგებლობაა. ამ მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან მთელი ცხრა წლის განმავლობაში ვხედავთ სახელმწიფოს მიტაცებას, კორუფციას და უპასუხისმგებლობას. ამიტომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანა წინ ვერ წავა და უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

დატოვე კომენტარი