აკაკი მინაშვილი - ჩვენ პულსზე გვიჭირავს ხელი და ვგრძნობთ, რა ხდება რეალურად ქვეყანაში
აკაკი მინაშვილი - ჩვენ პულსზე გვიჭირავს ხელი და ვგრძნობთ, რა ხდება რეალურად ქვეყანაში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს აქტიურად მუშაობას, რათა პარტიის თავმჯდომარემ საპატიმრო დატოვოს და ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

„ბუნებრივია, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს აქტიურად მუშაობას და ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანია, რომ თავმჯდომარე, რომელიც არჩეული იყო უპრეცედენტოდ ღია და ფართო მონაწილეობით(20 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ნიკა მელიას არჩევნებში, როგორც თავმჯდომარის არჩევნებში. ჩვენი პრიორიტეტი არის ახლა იმ მიმართულებით მუშაობა), გამოვიდეს და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ამასთნ, პარტიის რეიტინგზე საუბრისას მინაშვილმა აღნიშნა, რომ ადამიანები არიან ყველაზე კარგი ინდიკატორები, რა ვითარებაა ქვეყანაში და რა მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებას.

„რაც შეეხება რეიტინგებს, მინდა, გითხრათ, რომ პრინციპში ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანი თუ დააკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ძალინ კარგად დაინახავს, რომ ყოველდღიურად კიდევ უფრო მძიმდება ვითარება. საქართველოს ყველა წერტილში არის რაღაც პრობლემა, რაღაც კრიზისი და ვერ ხდება გადაწყვეტილების მიღება მარტივ საკითხებზე, რადგან ხელისუფლებას არ აქვს ნდობა და ლეგიტიმაცია. ადამიანები არიან ყველაზე კარგი ინდიკატორები, რა ვითარებაა ქვეყანაში და რა მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებას. ვიძახით და არ არის მარტო ჩვენი ნათქვამი ეს, აუცილებელია ცვლილება, რომ აირჩეს ხელისუფლება, რომელიც გაატარებს იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. აქ არის არის ვინმეს ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი. ბუნებრივია, ჩვენი ინტერესი, როგორც პოლიტიკური პარტიის, არის, რომ ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში და ვიყოთ გადაწყვეტილების მიმღები, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, მაგრამ მთავარი არის ახალი არჩევნები, ლეგიტიმაცია და იყოს ისეთი დაბალანსებული ხელისუფლება, რომელიც დაიცავს ყველა ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელიც მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისთვის, ინვესტიციებისთვის, დასაქმების, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და განათლების სისტემის გაუმჯობესებისთვის. ოფიციალური კვლევა რას ნიშნავს, ჩვენ მუდმივად გვაქვს მუშაობა ჩვენს მოქალაქეებთან და კარგად ვგრძნობთ, ანუ პულსზე გვიჭირავს ხელი იმასთან დაკავშირებით, რა ხდება რეალურად ქვეყანაში. რატომ? რადგან გვინდა გამოსავლის მოძებნა“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.