აკაკი მინაშვილი - ნიკა მელიას გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას
აკაკი მინაშვილი - ნიკა მელიას გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

ნიკა მელიას ადვოკატების ბრიფინგი არ ეხება გირაოს გადახდას, ამიტომ ეს საკითხი გამორიცხულია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, აკაკი მინაშვილმა ნიკა მელიას ადვოკატის დღეს დაანონსებულ ბრიფინგთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნიკა მელიამ გირაო არ გადაიხადა იქიდან გამომდინარე, რომ მან არ დააკანონა და მწვანე შუქი არ მისცა პოლიტიკურ დევნას. ამიტომ ეს საკითხი გამორიცხულია. „ქართულმა ოცნებამ“ დააკავა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, დააკავა მთავარი ოფისის შტურმით. ბუნებრივია, მიუღებელია ამ მიმართულებით ჩვენი მხრიდან რაიმე დათმობა, რადგან ეს იქნება მწვანე შუქის მიცემა პოლიტიკური დევნის გაგრძელების და კიდევ უფრო მეტად გაღრმავების. ამიტომ ეს საკითხი არ არის დღის წესრიგში“,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის პრესკონფერენცია დღეს, 20:00 საათზე გაიმართება.