აკაკი მინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი არის პოლიტპატიმრების, განსაკუთრებით ნიკა მელიას თემა და ვადამდელი არჩევნები
აკაკი მინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი არის პოლიტპატიმრების, განსაკუთრებით ნიკა მელიას თემა და ვადამდელი არჩევნები

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, შეხვედრებზე, რომლებშიც „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობს, ინტენსიური საუბარია მათთვის მნიშვნელოვან ორ პრიორიტეტულ თემაზე, რომელიც ეხება „ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებას, განსაკუთრებით ნიკა მელიას საკითხს და ვადამდელ არჩევნებს“.

„მემგონი, დასამალი არ არის და ძალიან ბევრჯერ გვითქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მთავარი არის პოლიტპატიმრების თემა, განსაკუთრებით ნიკა მელიას თემა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია და ბუნებრივია, უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამიტომ ნებისმიერ შეხვედრაზე, სადაც ჩვენ ვესწრებით, ამ თემაზე ინტენსიური საუბარია, ასევე საუბარია გიორგი რურუაზე, ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულებაზე და შემდეგ ვადამდელ არჩევნებზე, რადგან სწრაფი ვადამდელი არჩევნები არის ამ ქვეყანაში უმტკივნეულო გამოსავლის გზა. ამ ორ მთავარ თემაზეა საუბარი, სხვა რეფორმებზეც, მაგრამ პრიორიტეტები არის ეს. „ქართული ოცნების“ ნაცვლად მე ვერაფერს გეტყვით, პრინციპში, რაც დავინახეთ გუშინ, იყო ძალიან ცუდი, გარკვეულწილად პროტესტის ელფერის მქონე ქცევა, რომელიც განახორციელეს ბატონმა კობახიძემ და თალაკვაძემ. პროტესტი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რაც არის ძალიან ცუდი“, – განაცხადა მინაშვილმა.

აკაკი მინაშვილის განმარტებით, ბრიუსელში ვიზიტი, მოლაპარაკებების პროცესი ემსახურება იმას, რომ უკმტკვნეულოდ გამოვიდეს ქვეყანა მძიმე კრისიზიდან.

„თქვენ იცით, რომ ახლა ვიზიტია ბრიუსელში და ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ უკმტკვნეულოდ გამოვიდეს ქვეყანა მძიმე კრისიზიდან, ქვეყანაში სწრაფად, რეფორმების შედეგად ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და მოხდეს ცვლილება“, – დასძინა აკაკი მინაშვილმა.