აკაკი მინაშვილი - მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკების მოხმარებაზე ადამიანები არ უნდა იყვნენ ციხეში
აკაკი მინაშვილი - მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკების მოხმარებაზე ადამიანები არ უნდა იყვნენ ციხეში

რაც შეეხება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, დიახ, მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკების მოხმარებაზე ადამიანები არ იყვნენ ციხეში, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

„ჩვენი პარტიის ხედვა ძალიან მკაფიოა და ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ჩვენც ვითხოვთ, რომ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება იყოს დეკრიმინალიზებული და არ ჩაითვალოს დანაშაულად, ადამიანები არ ისხდნენ ციხეში მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების გამო.

ნარკოტიკების წარმოება უნდა იყოს აკრძალული. ამაზე დისკუსია გრძელდება და უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, დიახ, მსუბუქი და კლუბური ნარკოტიკების მოხმარებაზე ადამიანები არ უნდა იყვნენ ციხეში“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ისეთი ნარკოტიკის მოხმარებაზე, რომელიც სწრაფად შეჩვევასა და აგრესიულ ქმედებას არ იწვევს, პატიმრობა უნდა გაუქმდეს.