აკაკი მინაშვილი - მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე
აკაკი მინაშვილი - მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე

მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც ნიკა მელია იქნება თავისუფალი ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მინაშვილმა აღნიშნული კომენტარი გააკეთა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელზეც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი ბოლო დოკუმენტის ხელმოწერის საკითხზე იმსჯელეს.

„გადაწყვეტილება შემდეგია, მოლაპარაკების სივრცე გაიხსნება მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია იქნება თავისუფალი ყოველგვარი გირაოს და სხვა დამატებითი მოთხოვნების გარეშე“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა. კერძოდ, შარლ მიშელის წარდგენილი ახალი დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

ამასთან, შარლ მიშელის ​დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.