აკაკი მინაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნიკა მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და შემდეგ შეიძლება, გაიხსნას სივრცე მოლაპარაკებისათვის
აკაკი მინაშვილი - მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ნიკა მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და შემდეგ შეიძლება, გაიხსნას სივრცე მოლაპარაკებისათვის

მიხეილ სააკაშვილის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, ის არის ამ პარტიის ლიდერი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს პოზიციას, რომ ნიკა მელია უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ შეიძლება, გაიხსნას სივრცე შემდეგი მოლაპარაკებისათვის ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული წუხილი აქვს, რომელზე მსჯელობაც აუცილებელია.

„ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ შემდეგი ნაბიჯი რა იქნება. მე პირადად მაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი წუხილი ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, მათ შორის არის ამნისტიის ის ნაწილი, რომელიც ბუნდოვანია, ეს ასევე ეხება სამართალდამცველებს, რომლებმაც ძალა გამოიყენეს ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ძალიან ზედაპირულია ის თემები, რომელიც ეხება საარჩევნო რეფორმას და არ არის გათვალისწინებული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ცვლილება უახლოეს მომავალში ადგილობრივ არჩევნებამდე. ბუნებრივია, ცუდია ის დათქმა, რომ ადგილობრივ არჩევნებში უნდა მიიღოს ვადამდელი არჩევნები. ეს არის ჩემი პოზიცია და ზოგადად, მსჯელობა ამასთან დაკავშირებით იქნება. მთავარი და პირველი ნაბიჯი, რომ რაიმე სახის შემდგომი დისკუსია გაიხსნას ამ საკითხთან დაკავშირებით არის უპირობოდ ნიკა მელია გამოშვება“, – განაცხადა მინაშვილმა.