აკაკი მინაშვილი - ჩვენს მოთხოვნებზე, პრიორიტეტულ საკითხებზე „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისი თუ არ იქნება, ნიშნავს, რომ შეთანხმება არ შედგება
აკაკი მინაშვილი - ჩვენს მოთხოვნებზე, პრიორიტეტულ საკითხებზე „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისი თუ არ იქნება, ნიშნავს, რომ შეთანხმება არ შედგება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მათ მოთხოვნებზე, პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე თუ არ წავა, ეს იქნება ნაბიჯი ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება ვერ შედგება.

„თუ ჩვენს მოთხოვნებზე, პრიორიტეტულ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხირდან, მაშინ ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღმდეგ, ნიშნავს, რომ შეთანხმება არ შედგება. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან უტიფარი განცხადებები ხელისუფლების, ბრიუსელში პრემიერის, ასევე რამდენიმე დღის წინ ამ ბრიფინგზე კობახიძის და თალაკვაძის განცხადებები. მათ განაცხადეს, რომ არც არჩევნები იქნება, არც პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ. ამ შემთხვევაში, ჩვენი პოზიციაა, რომ თუ ნიკა მელია, რომელიც უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, გიორგი რურუა, პოლიტპატიმრები არ იქნებიან გათავისუფლებული, თუ არ იქნება ვადამდელი არჩევნები, რომელიც არის გზა ამ კრიზისის გადაწყვეტის, შეთანხმება ვერ შედგება“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა უნდა დაიწყოს.