აკაკი მინაშვილი - ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე საუბარი არის ძალიან რთული და წარმოუდგენელი
აკაკი მინაშვილი - ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე საუბარი არის ძალიან რთული და წარმოუდგენელი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე საუბარი არის ძალიან რთული და წარმოუდგენელიც.

მისივე თქმით, ახლა მთავარია აქტიური მოქმედება და ერთიანი პოზიცია, რათა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

„ერთიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, გააჩნია, რა თემებზე შეიძლება იყოს საუბარი. „ქართულ ოცნებას“ ერთადერთი რაც ახასიათებს, არის ტყუილი, სიყალბე. ჩვენ ვნახეთ შარლ მიშელის მოლაპარაკება და იქაც კი გადააგდეს არამარტო ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, არამედ გადააგდეს ევრპოელი პარტნიორები, მათ შორის ჩვენი ამერიკელი პარტნიორები. ამიტომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე საუბარი არის ძალიან რთული და წარმოუდგენელიც კი ამ ვითარებაში. ახლა მთავარია აქტიური მოქმედება ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან, ერთიანი პოზიცია იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა დიალოგის დაწყებაზე „ლელოს“ ინიციატივის შეფასებისას.

რაც შეეხება ელენე ხოშტარიას შიმშილობის საკითხს, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ მისი ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ერთობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„დიდი მადლობა იმისთვის, რასაც ელენე ხოშტარია აკეთებს. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ნაბიჯები. ძალიან მნიშვნელოვანია მისი ნაბიჯები მთელ ამ საერთო მოძრაობაში. ერთობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საბოლოო ჯამში რა, როგორ, რანაირად დალაგდება მას შემდეგ, რაც იქნება ცვლილებები, მას შემდეგ, რაც იქნება ვადამდელი არჩევნები და საქართველის მოქალაქეები აირჩევენ ხელისუფლებას, ლეგიტიმურ ხელუსუფლებას, ეს უკვე შემდგომი ეტაპია.

ქვეყანა ამ ჭაობიდან ამოვიყვანოთ ჯერ. გავაცოცხლოთ დემოკრატიული მექანიზმები, გავაცოცხლოთ არჩევნების ინსტიტუტი როგორც ასეთი და არჩევნების შემდგომ რა, როგორ დალაგდება, ეს უკვე იქნება ჩვენი მოქალაქეების გადადაწყვეტილება. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს, რაიმე თანამდებობაზე იყოს უახლოეს მომავალში. მისთვის პრიორიტეტული არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება ამ რეჟიმისგან. არც ჯანმრთელობა არ აინტერესებს, არც რაიმე თანამდებობა“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.