აკაკი მინაშვილი - ახლა ვდგავართ ყველა ერთად
აკაკი მინაშვილი - ახლა ვდგავართ ყველა ერთად

თქვენ ხედავთ უპრეცედენტო გაერთიანებას ოპოზიციური პარტიებისა და არამარტო ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ცნობილი სახეების, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა განაცხადა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ვალერი გელბახიანისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრასთან დაკავშირებით.

როგორც მან აღნიშნა, ეს „ქართული ოცნების“ სისუსტეზე მიუთითებს.

„ეს არის ძალა და მიუთითებს, თუ რამდენად სუსტია და მარტო არის დარჩენილი „ქართული ოცნება“. ახლა ვდგავართ ყველა, ყველა ერთად ერთის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი ძალა“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს უკრაინაში შეხვდა.