აკაკი გიუნაშვილი „ფროზინონედან“ ისევ ფოთის „კოლხეთში“ დაბრუნდა #1TVSPORT
აკაკი გიუნაშვილი „ფროზინონედან“ ისევ ფოთის „კოლხეთში“ დაბრუნდა #1TVSPORT

აკაკი გიუნაშვილი კარიერას ისევ ფოთის „კოლხეთში“ გააგრძელებს, იტალიურ „ფროზინონესთან“ მისი საიჯარო ხელშეკრულება დასრულდა, – ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი სერია A-სფროზინონეს“ 19-წლამდელთა შემადგენლობაში აგვისტოში ჩაირიცხა, მაგრამ იტალიურ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულება ამოეწურა და ფოთის „კოლხეთს“ დაუბრუნდა.

აკაკი გიუნაშვილი 18 წლისაა. 2021 წელს „დინამო თბილისის“ აკადემიის გუნდში თამაშობდა, 2022 წელს გორის „დილაში“ ირიცხებოდა, ხოლო 2023 წელი „კოლხეთში“ დაიწყო და 15 მატჩი ჩაატარა.

გიუნაშვილი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრი იყო, ამჟამად კი 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში „ფროზინონეში“ „საბურთალოს“ აღზრდილი თავდამსხმელი – გიორგი კვერნაძე გადავიდა.