აკაკი ბობოხიძემ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კამათი „ორ კახპას შორის კამათს“ შეადარა - ჩხუბი პარლამენტში [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის შელაპარაკებას მოჰყვა.

კერძოდ, კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კამათი „ორ კახპას შორის კამათს“ შეადარა.

დეპუტატმა კარლო კოპალიანმა აკაკი ბობოხიძეს ამ სიტყვების შემდეგ მიმართა: „მე თქვენზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“. აკაკი ბობოხიძემ კი განაცხადა, რომ არაფერი არაეთიკური არ უთქვამს, ბობოხიძემ „ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყნის ბოროტი და ბნელი ძალა უწოდა.

კარლო კოპალიანისა და აკაკი ბობოხიძის შელაპარაკებაში ჩაერთო „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიაც, რის შემდეგაც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს კორექტულობისკენ მოუწოდა და მოითხოვა, დარბაზი დაეტოვებინათ.