აკაკი ბობოხიძე - ვისურვებდი, ლევან ვასაძე და მისი რაინდები მენახა გერმანულ ან თუნდაც რუსულ კლუბებში მოვარჯიშე გეი თემის წარმომადგენლებთან
აკაკი ბობოხიძე - ვისურვებდი, ლევან ვასაძე და მისი რაინდები მენახა გერმანულ ან თუნდაც რუსულ კლუბებში მოვარჯიშე გეი თემის წარმომადგენლებთან

ლევან ვასაძეს და მის რაინდებს შეუძლიათ, 60 კილოგრამიანი გეი თემის წინაშე ივაჟკაცონ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომელიც ლევან ვასაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ეს ხალხი პირველივე ხიფათზე პანიკურად გაჰკივიან, რომ ხვალ, შეიძლება, რუსებმა საქართველო დაბომბონ.

„ერთდროულად ვხედავთ, ათასი კაცის ვაჟკაცობას გეი თემის 30 წარმომადგენელის მიმართ და იგივე ადამიანების დამოკიდებულებას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მიმართ. ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები მენახა გერმანულ ან თუნდაც რუსულ კლუბებში მოვარჯიშე გეი თემის წარმომადგენლებთან ერთად თუნდაც ერთი ათზე ფართობით”, – განაცხადა ბობოხიძემ.