აკაკი ბობოხიძე - ოპოზიცია თუ დატოვებს პარლამენტს, გვაქვს საფუძველი, მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს არა მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე
აკაკი ბობოხიძე - ოპოზიცია თუ დატოვებს პარლამენტს, გვაქვს საფუძველი, მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს არა მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ბობოხიძე, ოპოზიციის მომავალ გეგმებსა და საერთო ამოცანებზე საუბრობს.

ბობოხიძის თქმით, საერთო ამოცანა უცვლელი რჩება, რომ ოპოზიციამ საერთო ძალებით უნდა დაამარცხოს „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, თუ საპარლამენტო ოპოზიცია დატოვებს საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ოპოზიციას შეუძლია, მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებს არა შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე.

„საერთო ამოცანა უცვლელია, ოპოზიციამ ერთობლივი ძალებით უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ თუ ქართული ოპოზიცია პარლამენტს დატოვებს, ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვაქვს იმის საფუძველი უკვე, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნებს არა შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, ანუ მომავალი წლის შემოდგომაზე, არამედ უახლოეს გაზაფხულზე“, – განაცხადა ბობოხიძემ.

აკაკი ბობოხიძის განცხადებას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.