აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლებას ვურჩევ, ქუთაისში აქციის მშვიდობიანად ჩატარება გვაცადოს, ორ საათში დავასრულებთ
აკაკი ბობოხიძე - ხელისუფლებას ვურჩევ, ქუთაისში აქციის მშვიდობიანად ჩატარება გვაცადოს, ორ საათში დავასრულებთ

ქუთაისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 14:00  საათზე ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაიწყება.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ და დაახლოებით ოთხკილომეტრიანი მონაკვეთის გავლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ შეიკრიბებიან.

იპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართავენ მმართველ პარტიას, არ დაუშვას პროვოკაცია და კონტრაქცია, რადგან მათი თქმით, დღეს ოპოზიციას აქვს მშვიდობიანი აქცია ერთადერთი მოთხოვნით, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

„ვურჩევ ხელისუფლებას, გვაცადოს აქციის მშვიდობიანად ჩატარება. ამ აქციას დავასრულებთ ორ საათში. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დაგვიპირისპირებს საკუთარ „ტიტუშკებს“, მოგვიწევს აქცია დროში გავახანგრძლივოთ“ , – განუცხადა პირველ არხს აკაკი ბობოხიძემ.

დატოვე კომენტარი