აკაკი ბობოხიძე - ჩვენ პასუხი გავეცით იმ აღვირახსნილ შავ პროპაგანდაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შალვა შავგულიძის მიმართ წამოიწყო
აკაკი ბობოხიძე - ჩვენ პასუხი გავეცით იმ აღვირახსნილ შავ პროპაგანდაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შალვა შავგულიძის მიმართ წამოიწყო

ჩვენ უბრალოდ პასუხი გავეცით იმ აღვირახსნილ შავ პროპაგანდაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შალვა შავგულიძის მიმართ წამოიწყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნის ნაცვლად, მმართველი პარტია სიძულვილს აღვივებს, ლაპარაკობს სიძულვილის ენით და ქმნის გარემოს, სადაც ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობისთვის უბრალოდ ადგილი არ რჩება.

„მე ვთვლი, რომ ჩვენ არაფერი აგვიტეხია. უბრალოდ პასუხი გავეცით იმ აღვირახსნილ შავ პროპაგანდაზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შალვა შავგულიძის მიმართ წამოიწყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც წესით პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ამკვიდრებდნენ, რადგან ის მმართველი პარტიაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნის ნაცვლად, მმართველი პარტია სიძულვილს აღვივებს, ლაპარაკობს სიძულვილის ენით და ქმნის გარემოს, სადაც ნორმალური პოლიტიკური ურთიერთობისთვის უბრალოდ ადგილი არ რჩება. ეს ქვეყანას აზიანებს. ამან შეიძლება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

საქართველოს პარლამენტში დღეს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის შელაპარაკებას მოჰყვა. კერძოდ, კამათი „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კამათი „ორ კახპას შორის კამათს“ შეადარა.