აკაკი ბობოხიძე - არანაირი მაჟორიტარების ბუნტის არ მჯერა, ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილისგან იმართება
აკაკი ბობოხიძე - არანაირი მაჟორიტარების ბუნტის არ მჯერა, ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილისგან იმართება

არანაირი მაჟორიტარების ბუნტის არ მჯერა, ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილისგან იმართება, მაჟორიტარები, როგორც პოლიტიკოსები ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე არიან ნული, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.

როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, მაჟორიტარულ კორპუსში არ არის არც ერთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლების გარეშე შეძლებს არჩევნების მოგებას.

„არ მეგულება არც ერთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლების გარეშე, მომავალში შეძლებს არჩევნების მოგებას. ისინი პირდაპირ არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე. ამიტომ მათი ბუნტი ან არის ინსპირირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომ მან თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში და თქვას, რომ ის უჭერდა მხარს, მაგრამ მაჟორიტარებს ვერაფერი მოუხერხა. ამიტომ ყველაფერი ცოტა ხნის შემდეგ გამოჩნდება. ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ დაპირების ჩავარდნის შემთხვევაში. თუმცა ივანიშვილის ბევრი დაპირება არ შესრულებულა და ჩვენ სამწუხაროდ, შეიძლება დღესაც დავდგეთ იგივე ფაქტის წინაშე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კითხავზე, არის თუ არა „ქართული ოცნების“ გეგმა, აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, რომ არანაირი რიგგარეშე არჩევნები.

„საკმარისია მაჟორიტარები ხელისუფლებამ გააფრთხილონ, რომ მათი სახელით კენჭს არ აყრევინებს, საკმარისია შემდეგ მაჟორიტარებს რომელიმე სამეთვალყურეო საბჭოში არ მოუძებნონ პარლამენტარობის მაგივრად მუქთა ადგილი და საკმარისია, ამ მაჟორიტარებს უთხრან, რომ დღეის მერე დამოუკიდებელი ადამიანები იქნებიან, გარწმუნებთ, ეს მაჟორიტარები იქნებიან მორჩილები და აბრეშუმივით რბილები. დღეს მათი მთელი შემტევითობა განპირობებულია მხოლოდ იმისთვის, რომ მათ მაღალი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირი ახალისებს და ასეთი მე „ქართულ ოცნებაში“ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ვიცი. ეს პროცესი ბიძინა ივანიშვილისგან იმართება. მაჟორიტარები, როგორც პოლიტიკოსები არიან ნული ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.