აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს 4 აპრილის მიტინგზე დაასახელებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატებს 4 აპრილის მიტინგზე დაასახელებს.
როგორც ბობოხიძე აღნიშნავს, ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება სადმე დასახელებული მაჟორიტარ კანდიდატად.
„ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელ ოლქში ვინ დასახელდება. ოლქების სპეციფიკიდან გამომდინარე, უმეტეს ოლქებში სავარაუდოდ ერთი კანდიდატი გვეყოლება, ხოლო ოლქებში ნაწილში შეიძლება იყოს რამდენიმე კანდიდატი. ყველა საკითხი გადაწყდება იმ მოცემულობიდან გამომდინარე, თუ რომელ ფორმატში უფრო ადვილი იქნება ამა თუ იმ ოლქში გამარჯვება. ეს ბევრ რამეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული და პირველ რიგში, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ უფრო ადვილია გამარჯვება. მაგალითად, თუ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმოდგენილი დააყენებენ თავის კანდიდატებს, ეს საქმეს მხოლოდ არგებს.
დიდ ნაწილში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული 4 აპრილისთვის და მიტინგზე გაცხადდება, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ ოლქებში კონსულტაციები გაგრძელდეს. ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკური ლიდერი იქნება სადმე დასახელებული მაჟორიტარ კანდიდატად, რადგან კიდევ უფრო გარანტირებულად უზრუნველვყოთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.