აიზია ტომასი „დენვერში“ გადავიდა
აიზია ტომასი „დენვერში“ გადავიდა

დენვერ ნაგეტსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა გამთამაშებელ აიზია ტომასთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ადრე, პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხელშეკრულება ვეტერანის მინიმალურ პირობებზე გაფორმდა – ხელფასი ორი მილიონი დოლარი. „დენვერი“ „ბოსტონის“ ყოფილი ვარსკვლავის სათადარიგო მოთამაშედ გამოყენებას აპირებს.

გასული სეზონის წინ, 29 წლის ტომასი „ბოსტონიდან“ „კლივლენდში“ გაუშვეს, სეზონის მსვლელობისას კი კალათბურთელი „ლეიკერსში“ აღმოჩნდა.

ბარძაყის ტრავმის გამო, მცველმა მხოლოდ 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 15.2 ქულა და 4.8 შედეგიანი პასი დააგროვა.