საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს
აიტი სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს.
ისინი საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, ასევე, ტრანსფარანტებით ხელში დედაქალაქის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ.
მსვლელობის მონაწილეები „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და ხელახალ არჩევნებსა და აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვდნენ.
მსვლელობის შემდეგ ისინი რუსთაველის გამზირზე, მთავარ აქციას შეუერთდებიან.