Airbnb მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებულ დასახლებებს საკუთარი სიიდან ამოიღებს
Airbnb მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არსებული დასახლებების საკუთარი სიიდან ამოღებას აპირებს. ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილების მიზეზი აღნიშნულ ტერიტორიაზე ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული დავაა.
უძრავი ქონების გაქირავებისთვის განკუთვნილი გლობალური ვებგვერდის გადაწყვეტილება მდინარე იორდანეს სადავო დასავლეთ სანაპიროზე არსებულ 200-ზე მეტ სახლს შეეხება.
Airbnb-ის ვებგვერდზე დაგეგმილი ცვლილება პალესტინაში დადებითად შეაფასეს, ისრაელმა კი, ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა და ლეგალური ქმედებების საფრთხედ შეაფასა.
Airbnb-ს ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნული ტერიტორიის ისრაელის დასახლებად აღრიცხვის გამო, ამერიკული კომპანია პალესტინის და უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.
ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო 1967 წელს დაიკავა. მას შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე 600 ათასამდე ისრაელელი ცხოვრობს. დასახლება ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული სადავო ტერიტორიებს შორის ყველაზე პრობლემურია.