Airbnb - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ განლაგებულ სახლებს ვებგვერდიდან წავშლით
Airbnb - აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ განლაგებულ სახლებს ვებგვერდიდან წავშლით

სახლებისა და ბინების ინტერნეტით გაქირავების სერვისი Airbnb-ი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მდებარე სახლებს ვებგვერდიდან წაშლის. ამ გადაწყვეტილების შესახებ ნათქვამია, განცხადებაში, რომელიც Airbnb-ის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

„სადავო ტერიტორიებთან მიმართებით კომპანიის გლობალური ჩარჩოს გათვალისწინებით, Airbnb-ი წუხილს გამოთქვამს, რადგან უძრავი ქონება ანუ სახლები არის დავის მთავარი საგანი „სამხრეთ ოსეთსა“ და აფზახეთში, ხოლო ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს.

ამას გარდა, Airbnb-მ დაადგინა, რომ ამ ტერიტორიებზე მდებარე სახლების ვებგვერდზე დატოვება, რეგიონში კიდევ უფრო დიდ კონფლიქტთან არის დაკავშირებული“ – ნათქვამია Airbnb-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.