IRI - ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგებში პირველ ადგილს იკავებს ჯარი, მეორე ადგილს ეკლესია, მესამეს - მედია
IRI - ის კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგებში პირველ ადგილს იკავებს ჯარი, მეორე ადგილს ეკლესია, მესამეს - მედია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში პირველ ადგილს ჯარი იკავებს. გამოკითხულთა 82 პროცენტი ჯარის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 12 პროცენტი უარყოფითად.

გამოკითხულთა 79 პროცენტი დადებითად აფასებს ეკლესიის საქმიანობას, უარყოფითად კი 14. ამასთან, მედიის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 64 პროცენტი, ხოლო 30 პროცენტი უარყოფითად.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 54 პროცენტი დადებითად აფასებს პოლიციის საქმიანობას, ხოლო 39 პროცენტი უარყოფითად. ამასთან, მეოთხე ადგილს იკავებს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 52 პროცენტი, უარყოფითად 41 პროცენტი.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.