AIR FRANCE საქართველოში ფრენებს 2019 წლის 31 მარტიდან დაიწყებს
AIR FRANCE საქართველოში ფრენებს 2019 წლის 31 მარტიდან დაიწყებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია AIR FRANCE საქართველოში 2019 წლის გაზაფხულზე შემოვა. ფრენები 31 მარტიდან დაიწყება.

„2-წლიანი მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფრანგულ კომპანიას, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და TAV Georgia-ს შორის წარმატებით დასრულდა. პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტის მიმართულებით ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და კვირას ეარბას A 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება“, – აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

AIR FRANCE მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წლის 7 დეკემბერს დაფუძნდა და დღემდე 200-ზე მეტი მიმართულებით წარმატებით ოპერირებს. საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია გლობალური ავიაკომპანიების ალიანსის, SkyTeam-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2016 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას მსოფლიოს მასშტაბით 84 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.