„აინტრახტის“ კაპიტანი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯა (ვიდეო)
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა შვიდკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა ფრანკფურტის „აინტრახტის“ კაპიტანი დავიდ აბრაჰამი. მან ბუნდესლიგის მე-11 ტურში შეგნებულად წააქცია „ფრაიბურგის“ მთავარი მწვრთნელი კრისტიან შტრაიხი.
გარდა ამისა, 33 წლის არგენტინელი 25 ათასი ევროთია დაჯარიმებული, – წერს გერმანული პრესა.
სკანდალური ეპიზოდი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოხდა, როცა „ფრაიბურგი“ 1:0-ს იგებდა. მსაჯმა აბრაჰამს წითელი ბარათი უჩვენა.
What was he thinking 😵
David Abraham deliberately runs into Freiburg head coach Christian Streich. pic.twitter.com/gcibpwVCWh
— Goal (@goal) 10 November 2019