აინარს ბაგაცკისი – არ ვიტყვი, რომ რიდის გავარდნა იყო მოგების მთავარი მიზეზი #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მოგების შემდეგ უკრაინელთა მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა მარკის რიდის დისკვალიფიკაციის შესახებ ჰკითხეს: მოახდინა თუ არა გავლენა რიდის მოედნიდან გასვლამ საბოლოო შედეგზე?
„არ ვიცი. ნოსტრადამუსი არ ვარ და ვერ ვიტყვი, რიდთან ერთად რა შედეგით დასრულდებოდა მატჩი. იმ მომენტისთვის რიდს 18 ქულა ჰქონდა. ის ლიდერი იყო, განსაკუთრებით პერიმეტრიდან თამაშში. არ ვიტყვი, რომ რიდის გავარდნა იყო მოგების მთავარი მიზეზი, მაგრამ მისი არყოფნა მოგებაში დაგვეხმარა. ცოტა უფრო გაგვიადვილდა“.
შეგახსენებთ, რომ ლატვიაში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 76:95 დამარცხდა.