აიმბეტოვის პარიზულმა ფოტომ ყაზახები აღაშფოთა - მათ ფედერაციას აზიაში დაბრუნება ურჩიეს #1TVSPORT
ყაზახეთის ნაკრების ფორვარდმა აბატ აიმბეტოვმა Instagram-ის გვერდზე პარიზში გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რამაც ამ ქვეყნის საფეხბურთო გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია.
საქმე ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ყაზახეთმა გასვლაზე საფრანგეთთან 0:8 წააგო და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ამდენად, ამ სურათის არსი გულშემატკივრებისთვის გაუგებარი დარჩა – რითი იწონებდა თავს აიმბეტოვი, პარიზში ყოფნით თუ შედეგით?!
კომენტარებში აიმბეტოვს მარცხი „მიულოცეს“ და ფეხბურთელი კი არა, ტურისტი უწოდეს.
საინტერესო იყო ფრანგი გულშემატკივრების კომენტარებიც, რომელიც საფრანგეთის ნაკრების „ინსტაგრამზე“ ყაზახეთთან მატჩის (8:0) შემდეგ გაკეთდა.
„შეგვეძლო 10:0 მოგვეგო“.
„ეს მატჩი უფრო ადვილი იყო ვიდრე ვარჯიში.“
„ამ მატჩის ყურება 18 წლამდე ბავშვებს უნდა აუკრძალონ“
„სირცხვილია, ათი გოლი როგორ არ გავიტანეთ?! მხოლოდ რვა…“
„ისეთი დონის გუნდზე გამარჯვება, როგორიც ყაზახეთია, საუკუნის გმირობაა“.
„ყაზახეთს აზიაში დაბრუნება ურჩევნია – უეფა-ში მომავალი არ აქვთ“.
„მოწინააღმდეგის მეკარემ ყველაფერი გაუშვა“.
„ლორისი მოწყენილი იყო“.
„ძალიან ნუ იზეიმებთ – ეს ყაზახეთია“.