აიმან ალ-ზავაჰირი- აშშ-ის პრეზიდენტმა თანამედროვე ჯვაროსნის სახე გამოავლინა, მის წინააღმდეგ აუცილებელია მობილიზება
აიმან ალ-ზავაჰირი- აშშ-ის პრეზიდენტმა თანამედროვე ჯვაროსნის სახე გამოავლინა, მის წინააღმდეგ აუცილებელია მობილიზება

იერუსალიმში, აშშ-ის საელჩოს გახსნამდე, „ალ-ყაიდას” ლიდერმა მხარდამჭერებს აშშ-ის წინააღმდეგ „ჯიჰადისკენ” მოუწოდა.

ხუთწუთიან ვიდეომიმართვაში სახელწოდებით, „თელ-ავივი მუსლიმთა მიწაცაა“, აიმან ალ-ზავაჰირიმ პალესტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს „პალესტინის გამყიდველები“ უწოდა და მიმდევრებს იარაღის აღებისკენ მოუწოდა.

მიმართვაში ზავაჰირიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თანამედროვე ჯვაროსნის ნამდვილი სახე გამოავლინა და მის წინააღმდეგ ბრძოლა მობილიზაციით და „ჯიჰადითაა“ აუცილებელი.

ალ-ყაიდას ლიდერმა პირობა დადო, რომ არ გაჩერდება, ვიდრე ყველა „ურწმუნო წინასწარმეტყველი მუჰამედის მიწას არ დატოვებს“ .

14 მაისს იერუსალიმში აშშ-ის საელჩო გაიხსნება.