აიათოლა ალი ხამენეი მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალეს

02:26, 10.07.2026

აიათოლა ალი ხამენეი მაშჰადში, იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალეს.

დაკრძალვის წინ საბოლოო ლოცვა ხამენეის უფროსმა ვაჟმა, მუსტაფა ხამენეიმ აღავლინა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ მისი სხვა ვაჟები, მეისამი და მასუდი.

აღსანიშნავია, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი და ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა.

ირანული მედიის ცნობით, უზენაესი ლიდერის დაკრძალვა „მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური“ იყო. როგორც ირანული მედია იუწყება, ქვეყნის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის დაკრძალვას 40 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო.

„როიტერი“ წერს, რომ შეკრებილთა ნაწილს ხელში ეჭირა ბანერები წარწერით: „ჩვენ ტრამპს მოვკლავთ”.

აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი და დაკრძალვის ცერემონია ექვს დღეს გაგრძელდა და მას 100 ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის, სახელმწიფოს მეთაურები, პარლამენტის თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სპეციალური წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი