აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელის თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენი მაღალჩინოსნები აშშ-თან მოლაპარაკებებში იყვნენ და ირანის მხრიდან საომარი ან ხისტი ქმედებების მინიშნება არ ყოფილა
აიათოლა ალი ხამენეი - ისრაელის თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენი მაღალჩინოსნები აშშ-თან მოლაპარაკებებში იყვნენ და ირანის მხრიდან საომარი ან ხისტი ქმედებების მინიშნება არ ყოფილა

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს საომარი მოქმედებების დაწყების გამო აკრიტიკებს, ვინაიდან იმ დროს თეირანი აშშ-თან ბირთვული გამდიდრების პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რომელიც წინასწარ არის ჩაწერილი, ალი ხამენეი აღნიშნავს, რომ ისრაელის თავდასხმა „იმ დროს მოხდა, როდესაც ჩვენი მაღალჩინოსნები არაპირდაპირ მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული აშშ-თან და ირანის მხრიდან აგრესიული, საომარი ან ხისტი ქმედებების არანაირი მინიშნება არ ყოფილა“.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ კონფლიქტში ისრაელის „ამერიკელი მოკავშირეები ერევიან, არის სიონისტური რეჟიმის სისუსტისა და უუნარობის ნიშანი“.

„სასჯელი, რომელიც ირანელმა ხალხმა და შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს, ახორციელებენ და გეგმავენ, მკაცრია და მტერს დაასუსტებს“, – აცხადებს ალი ხამენეი და ირანელ ხალხს მოუწოდებს, განაგრძონ ცხოვრება „ძლიერებით“.