აიათოლა ალი ხამენეი - ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინის შემოტანა აკრძალულია
აიათოლა ალი ხამენეი - ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინის შემოტანა აკრძალულია

ირანში ამერიკული და ბრიტანული ვაქცინის შემოტანა აკრძალულია, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ირანის სულიერი ლიდერის თქმით, ამერიკული და ბრიტანული ვაქცინის შემოტანის აკრძალვის შესახებ მან ოფიციალურ პირებს უკვე განუცხადა. საჯაროდ ამის შესახებ აიათოლა ალი ხამენეიმ სატელევიზიო მიმართვის დროს ილაპარაკა.

„ამერიკელებს ვაქცინის წარმოება რომ შესძლებოდათ, მათ კორონავირუსის ამგვარი ფიასკო საკუთარ ქვეყანაში არ ექნებოდათ“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მილიონ ორასი ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 56 ათასს აღწევს.

დატოვე კომენტარი