ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს ჰპირდება, რომ ირანის შეიარაღებული ძალები „უმწეოდ“ აქცევს ისრაელის რეჟიმს და რომ ისრაელი „უვნებლად ვერ გადაურჩება“ ამ დანაშაულს.
სატელევიზიო მიმართვისას, სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ თეირანი „არ წავა ნახევარ ზომებზე“, როდესაც ის ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.
„სიონისტურმა რეჟიმმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. არასწორად იმოქმედა და ღვთის ნებით, შედეგები მათ განადგურებამდე მიიყვანთ. ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არიან, მაღალჩინოსნები და ხალხი მათ ზურგს უკან დგანან. მათი ცხოვრება მწარე გახდება. ნუ ეგონებათ რომ დაგვარტყეს და ამით დასრულდა. არა! მათ დაიწყეს ეს და გამოიწვიეს ომის პროვოცირება. არ დავუშვებთ, რომ უვნებლად დააღწიონ თავი ამ საშინელ დანაშაულს“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა.