აიათოლა ალი ხამენეი - ბრძოლა იწყება, სიონისტური რეჟიმის დანდობა არ იქნება
აიათოლა ალი ხამენეი - ბრძოლა იწყება, სიონისტური რეჟიმის დანდობა არ იქნება

ძლიერი პასუხი უნდა გავცეთ სიონისტურ რეჟიმს, სიონისტური რეჟიმის დანდობა არ იქნება, – ამის შესახებ ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი სოციალურ ქსელში ინგლისურ ენაზე წერს.

„ჩვენ ძლიერი პასუხი უნდა გავცეთ სიონისტურ რეჟიმს. სიონისტური რეჟიმის დანდობა არ იქნება“, – წერს ხამენეი.

მანამდე კი ირანის სულიერმა ლიდერმა სპარსულ ენაზე დაწერა, რომ „ღირსეული ჰაიდარის სახელით, ბრძოლა იწყება“.

ჰაიდარის სახელით ხშირად მოიხსენიებენ ალის, რომელსაც შიიტი მუსლიმები წინასწარმეტყველ მუჰამედის მემკვიდრედ მიიჩნევენ.