აიათოლა ალი ხამენეი - აშშ-თან მოლაპარაკებები არც გონივრულია, არც ღირსეული, ეს ჩვენს პრობლემებს ვერ გადაჭრის, მიზეზი? გამოცდილება, ჩვენს უსაფრთხოებას თუ დაემუქრებიან, ჩვენ მათსას დავემუქრებით
აიათოლა ალი ხამენეი - აშშ-თან მოლაპარაკებები არც გონივრულია, არც ღირსეული, ეს ჩვენს პრობლემებს ვერ გადაჭრის, მიზეზი? გამოცდილება, ჩვენს უსაფრთხოებას თუ დაემუქრებიან, ჩვენ მათსას დავემუქრებით

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებები არ არის გონივრული, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

„ამერიკასთან მოლაპარაკებები არც გონივრულია, არც ჭკვიანური და არც ღირსეული. ეს ჩვენს პრობლემებს ვერ გადაჭრის. მიზეზი? გამოცდილება!“ – განაცხადა ხამენეიმ.

მისი თქმით, ირანმა ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწია შეთანხმებას აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ამერიკელებმა, ირანის მრავალი დათმობის მიუხედავად, არ დაიცვეს აღნიშნული შეთანხმება.

„ისინი ჩვენს უსაფრთხოებას თუ დაემუქრებიან, ჩვენ მათსას დავემუქრებით. ისინი თავიანთ მუქარას თუ განახორციელებენ, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ხამენეიმ.

ღაზიდან პალესტინელი მოსახლეობის მეზობელ არაბულ ქვეყნებში გადაადგილების შესახებ ტრამპის წინადადებაზე საუბრისას ხამენეიმ აღნიშნა, რომ „ამერიკელები მსოფლიო რუკას მხოლოდ ქაღალდზე ცვლიან, რადგან ეს არ შეესაბამება რეალობას“.