აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეხმაურა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ აშშ-ში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის რეჟიმის დასუსტების ნიშანია.
„სიტუაცია აშშ-ში და ის, რასაც თავად ამბობენ საკუთარ არჩევნებზე, სანახაობაა. ეს აშშ-ის ლიბერალური დემოკრატიის მახინჯი სახეა. მიუხედავად საბოლოო შედეგისა, ერთი რამ ცხადია – აშშ-ის რეჟიმი პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და მორალურ დაღმასვლას განიცდის“, – წერს აიათოლა ალი ხამენეი „ტვიტერში“.
The situation in the US & what they themselves say about their elections is a spectacle! This is an example of the ugly face of liberal democracy in the US. Regardless of the outcome, one thing is absolutely clear, the definite political, civil, & moral decline of the US regime.
— Khamenei.ir (@khamenei_ir) November 7, 2020