აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო აჩევნების შედეგები ვაშინგტონის მიმართ თეირანის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს
აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო აჩევნების შედეგები ვაშინგტონის მიმართ თეირანის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო აჩევნების შედეგები ვაშინგტონის მიმართ თეირანის პოლიტიკაზე გავლენას არ იქონიებს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს განცახდება ირანის სულიერმა ლიდერმა სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი პოლიტიკა აშშ-ის მიმართ მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და არ იცვლება ინდივიდების გადაადგილებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წავა და ვინ მოვა“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

გარდა ამისა, ხამენეიმ სიტყვით გამოსვლისას 1979 წელს თეირნაში აშშ-ის საელჩოზე რადიკალი ისლამისტი სტუდენტების თავდასხმას მიზანშეწონილი და ბრძნული უწოდა.

„სტუდენტების თავდასხმა ჯაშუშების ამ ბუნაგზე საკმაოდ მიზანშეწონილი და ბრძნული იყო “, – განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2018 წელს აშშ-მა საერთაშორისო ექვსეულის მიერ ირანთან ბირთვული შეთანხება დატოვა.

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ არჩევნების გამარჯვების შემთხვევაში, ვაშინგტონი 2015 წლის შეთანხმებას დაუბრუდება, თუ ირანი თავის ვალდებულებებს შეასრულებს.