ამსტერდამის „აიაქსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე ფორვარდ დუშან ტადიჩთან, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.
32 წლის სერბთან ახალი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. წინა ხელშეკრულება მოქმედი იყო 2023 წლის 30 ივნისამდე.
„საიდუმლო არ არის, რომ დუშანი ჩვენს გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს – როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ის ნამდვილი ლიდერია. ამიტომაც კარგია, რომ შევძელით მისი კიდევ უფრო დიდი ხნით შენარჩუნება. დუშანი შესანიშნავ ფორმაშია და ის ძალიან ღირებული იქნება „აიაქსისთვის“ უახლოეს წლებში“, – განაცხადა „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა.
გასულ სეზონში სერბმა ფორვარდმა 51 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 22 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.