აიაქსმა სეზონში 156 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა
აიაქსმა სეზონში 156 გოლი გაიტანა და საკლუბო რეკორდი დაამყარა

ჰოლანდიის ჩემპიონატის 31-ე ტურში აიაქსმა 1:0 დაამარცხა გრონინგენი. ამ ერთი გოლის წყალობით, ჰოლანდიურმა გუნდმა გააუმჯობესა საკლუბო რეკორდი ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით. ამსტერდამელებს 2018-19 წლების სეზონში 156 გოლი გაუგროვდათ.

ჰოლანდიის ჩემპიონატში აიაქსის ანგარიშზე 107 ბურთია, ჩემპიონთა ლიგაზე – 32, ჰოლანდიის თასზე – 17. აღსანიშნავია, რომ კლუბი სამივე ტურნირის მოგებაზე აცხადებს პრეტენზიას.

აიაქსი 31 ტურის შემდეგ 77 ქულით ლიდერობს ერედივიზიონს, გასულია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და იქ ტოტენჰემს შეხვდება, ხუთ მაისს კი ჰოლანდიის თასის ფინალში ვილემის წინააღმდეგ ითამაშებს.