„აიაქსმა“ საჩემპიონო თასი გადაადნო და ფანებისთვის სუვენირები დაამზადა [ვიდეო] #1TVSPORT
„აიაქსმა“ საჩემპიონო თასი გადაადნო და ფანებისთვის სუვენირები დაამზადა [ვიდეო] #1TVSPORT

ამსტერდამის „აიაქსმა“ უჩვეულო სიურპრიზი მოუმზადა საკუთარ გულშემატკივრებს 2020-21 წლების სეზონში ერედივიზიონის აღების მოგების შემდეგ. კლუბმა თავის ისტორიაში მოგებული 35-ე საჩემპიონო თასი გადაადნო და ვარსკვლავის ფორმის სუვენირები დაამზადა – ჯამში 42 ათასი ცალი. „აიაქსი“ ოთხშაბათიდან დაიწყებს ამ სუვენირების დარიგებას იმ გულშემატკივრებისთვის, რომლებიც გუნდის მატჩებზე სეზონური აბონემენტების მფლობელები არიან.

კლუბში ამ ვარსკვლავებს „აიაქსის“ ნაწილი უწოდეს. თითოეულის წონა 3.45 გრამია და შეიცავს საჩემპიონო თასის 0.06 გრამს.

„სეზონის დიდი ნაწილი გულშემატკივრების გარეშე ვითამაშეთ. მიუხედავად ამისა, ყოველ ტურში ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას – სტადიონისკენ მიმავალ გზაზე, სოციალურ ქსელებში, პირად კონტაქტებში.

ჩვენ ვეუბნებოდით გულშემატკივრებს – „ეს პრიზი – თქვენთვისაა“ და თასის გადადნობით, ეს სიტყვები საქმედ ვაქციეთ. ამ რთული წლის შემდეგ გვინდოდა, რომ გულშემატკივრებსაც ეგრძნოთ თავი ამ ტრიუმფის ნაწილად“, – განაცხადა „აიაქსის“ გენერალურმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა.