„აიაქსმა“ პოსტიდან დაითხოვა სპორტული დირექტორი, რომელიც მაქინაციებშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT
ამსტერდამის „აიაქსმა“ სპორტული დირექტორი სვენ მისლინტატი დაითხოვა.
განთავისუფლების მიზეზად „აიაქსმა“ კლუბის შიგნით მისლინტატის მიმართ მხარდაჭერის დეფიციტი დაასახელა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებულ გამოძიებას, რომელიც გასულ კვირას დაიწყო.
„ნდობის აღდგენის რამდენიმე მცდელობამ სასურველი შედეგი არ მოიტანა. ამან გამოიწვია გუნდის შიგნით არეულობა და არადამაკმაყოფილებელი შედეგები“, – განაცხადა იან ვან ჰასტმა, რომელიც დროებით ასრულებს „აიაქსის“ გენერალური დირექტორის მოვალეობებს.
ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ამსტერდამულმა კლუბმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და მე-14 ადგილზე იმყოფება. ბოლო ტურის მატჩი „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ 55-ე წუთზე შეწყდა გულშემატკივრების გამო, რომლებმაც მინდორზე ანთებული პეტარდები ისროლეს. იმ მომენტისთვის „აიაქსი“ 0:3-ს აგებდა.