„აიაქსმა“ მექსიკის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ამერიკას“ ფეხბურთელ ედსონ ალვარესთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ჰოლანდიური ფეხბურთის ფლაგმანმა 19 ივლისს გამოაცხადა.
„ედსონ ალვარესი ის ფეხბურთელია, რომელიც მოგვწონს“, – აცხადებს კლუბის სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი, – „ასაკიც კარგი აქვს და ეროვნულ ნაკრებშიც რეგულარულად თამაშობს. მას რამდენიმე ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით“.
ახლა 21 წლის ალვარესს მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა და აიაქსის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.